აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას მიესალმება, თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გაყვანის თარიღად 11 სექტემბერი არ აირჩიოს.
„ვისურვებდი, რომ ჯო ბაიდენმა არ გამოიყენოს 11 სექტემბერი ავღანეთიდან ჩვენი ჯარის გაყვანის თარიღად, ორი მიზეზის გამო. პირველი, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავიდეთ უფრო ადრე. ცხრამეტი წელიც საკმარისია, სინამდვილეში, ძალიან ბევრი და ძალიან გრძელია. ამასთან, 11 სექტემბერი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო მოვლენას და პერიოდს წარმოადგენს და იმ დიადი სულების პატივისცემისა და ხსოვნის დღედ უნდა დარჩეს, რომელიც ჩვენ დავკარგეთ,“- აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ.