პარტია „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. როგორც "პალიტრანიუსს" პარტიაში განუცხადეს, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დღის პირველ ნახევარში მივლენ.
ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში „უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ“.ცნობისთვის, „გირჩი“ პარლამენტში გარკვეული მოთხოვნების სანაცლოდ შესვლას აპირებს.
ამასთან, პარტიის განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.