"ქართული ოცნებიდან" ექვსი დეპუტატის გასვლის გამო, კომიტეტებში კვოტები ხელახლა უნდა განისაზღვროს.
დღეს, საგანგებოდ ამ საკითხის განსახილველად, კანონმდებლები საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იკრიბებიან. რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტი ვალდებულია ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით მოქმედი კანონმდებლებისთვის კვოტების მიცემაზე იმსჯელოს.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა დეპუტატმა გასულ კვირას დატოვა.