თავდაცვის მინისტრმა აჭარაში ლოჯისტიკის ცენტრის განახლებული ბაზა მოინახულა - Palitra News

თავდაცვის მინისტრმა აჭარაში ლოჯისტიკის ცენტრის განახლებული ბაზა მოინახულა

2021-04-17 12:20:39+04:00

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობას განაგრძობს. მინისტრი ლოჯისტიკის ცენტრ მე-4 შენახვის განყოფილების სამხედრო ბაზაზე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მინისტრმა ადგილზე მოინახულა ორსართულიანი ყაზარმა, რომელსაც შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, დასრულდა სასადილოს შენობის რემონტი და ბაზის გარე პერიმეტრის შემოღობვა.