ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მომხდარ ფაქტს სწავლობენ, თუმცა, პარტიაში არ აქვთ მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.