მილიონერებისთვის განკუთვნილი სასტუმროს ნომრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ამჟამად მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე 1990-იან წლებში.
თანამედროვე სასტუმროები იძულებული არიან, მდიდრების მოთხოვნები დააკმაყოფილონ და არა მხოლოდ ძვირად ღირებული, არამედ ლამაზი ნომრები შესთავაზონ. თითოეულ ნომერს საკუთარი აუზი და დიდი ფანჯრები გააჩნია, რომლებიდანაც ულამაზესი პეიზაჟები იშლება. როგორც წესი ეს ძვირადღირებული ნომრები გათვლილია 4-12 ადამიანზე.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრების შვიდეულს.