"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სატელევიზიო სივრცეებში მორატორიუმს წერტილი უნდა დაესვას. როგორც ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული „ქართული ოცნება“ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს, რიგით მოქალაქეებს სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებს და ამის მთავარი მიზეზი ტელევიზიებში დებატების არარსებობაა.
ხაზარაძე ამბობს, რომ მხოლოდ დებატებში და ჯანსაღ კამათში იბადება სიმართლე და ძლიერდება დემოკრატია. სწორედ ამ მიზნით ის სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატების დაბრუნებას ითხოვს.