პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას ყავლი გაუვიდა და ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გასუწოროს. მისი თქმით ვადამდელი არჩევნების საკითხის მოხსნა ოპოზიციის კომპრომისი უნდა იყოს და ამას ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს.
რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლებას ელისაშვილი ამბობს რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გათავისუფლება და 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის გამოცხადება ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება.