თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ნახავს, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის ყველა შესაძლებლობა ამოწურეს, მაშინ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა - ეს მოსაზრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრს შალვა პაპუაშვს ეკუთვის.
მისივე თქმით, რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" და მის გარშემო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესი ქვეყანაში არეულობის შექმნაა და ისინი შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან.
პაპუაშვილი ნიკა მელიას საკითხსაც ეხმაურება. მისი თქმით, შესაძლოა მელიას გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს თუმცა, ის ამავე დროს არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც მის გვერდით იყო 20 ივნისს და მონაწილეობას იღებდა ძალადობრივ აქტში და თავიანთი პოზიციით 20 ივნისის საქმეზე სხვა ბრალდებულებს წირავენ.