დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ კიდევ ერთი „კლასტერი“ გაჩნდა“.
ამასთან, როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს მსგავსი ეპიდვითარებაა, როგორც ოქტომბერში იყო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ შემთხვევების რაოდენობის გაორმაგება არ ხდება. ჯანდაცვის მინისტრს მოადგილე თამარ გაბუნიაც აცხადებს, რომ წვეეულებები და დღესასწაულები არის ეპიდემიის მთავარი მკვებავი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის 18 კლასტერია, თუმცა, ყველა მათგანი მართვადია.
რაც შეეხება ვირუსის შტამებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, 50-70% შემთხვევებში ქვეყანაში „ბრიტანული შტამი“ ცირკულირებს, რომელიც უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.