თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ნიკა მელია. ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებული იყო, თუმცა, გასულ სხდომაზე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ პროცესზე დასწრების ნება დართო.
პროცესს ესწრებიან ოპოზიციონერები - გიგი უგულავა, კობა ნაყოფია, კახა კუკავა, ანზორ ბიწაძე, დავით ბერძენიშვილი, ეკა ხერხეულიძე, აკაკი ბობოხიძე.დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო.
პროცესის დაწყებამდე მელიას ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მიმართა, რომ „კარგ ფორმაში“ იყო, რაზეც მელიამ უპასუხა, რომ „19 კილო დაიკლო“.