გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ საქმის გარშემო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.
ადვოკატებს კითხვები აქვთ ექთნის დიაგნოზთან დაკავშირებით, რომელზეც, მათი თქმით, სპეციალისტები არ საუბრობენ. იურისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ახალ ჩვენებებზე დაყრდნობით, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.
შეგახსენებთ, ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ სისისხლის სამართლის საქმე სამიედიცინო სფეროს სამ წარმომადგენელზე აღძრა.