„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.
ამასთან, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქცია პერფომანსს გამართავენ. აქციის მონაწილეთა შეფასებით მელიას დაკავება პოლიტიკური დევნაა, ამიტომ სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ შეცვლას მოითხოვენ.