დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ის ინდიკატორი, რაც განსაზღვრავს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, გაუარესებულია. მისი თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება.
გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეტქებაა, რომელიც მართვადია, თუმცა ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები შეიძლება დაიწყოს ვირუსის საყოველთაო გავრცელება.