რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია. საქართველოზე გრიგორი კარასინმა რუსულენოვან გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.
რუსი დიპლომატის თქმით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მუშაობას ონლაინ ფორმატით აგრძელებს. კარასინისვე განცხადებით, რუსეთი მოწოდებულია, კონსტრუქციული მუშაობა გააგრძელოს, რათა საქართველოსთან 2011 წელს საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ დადებული შეთანხმება მალე ამუშავდეს.
რუსმა დიპლომატმა პოზნერის ინციდენტიც გაიხსენა და მომხდართან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დადებითად შეაფასა.