საქართველოში სატაცურის წარმოება იზრდება. როგორც პროდუქტის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ თავმჯდომარე ჯაბა გოგოლაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, წელს 100%-ით მეტ მოსავალს ელოდება, ვიდრე გასულ წელს. ამის მიზეზი კი, სატაცურზე გაზრდილი მოთხოვნაა, რაც პროდუქტის სასარგებლო თვისებებმა და ცნობადობის ამაღლებამ განაპირობა.
რაც შეეხება მის ღირებულებას, ისევე როგორც პროდუქტების დიდი ნაწილი, სატაცურიც გაძვირდება და 1კილოგრამის ფასი საშუალოდ, 25 -30 ლარი იქნება.
ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. ცნობისთვის, წარმოების პარალელურად, საქართველოდან რეკორდულად იზრდება სატაცურის ექსპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ხოლო 2020 წელს ქვეყნიდან 43 ათას 700 დოლარის სატაცური გავიდა ექსპორტზე.