თბილისის მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტის კონცეფციის შექმნაზე, ტენდერის საფუძველზე, ესტონურმა კომპანიამ იმუშავა. პირველ ეტაპზე, ექვსი თვის განმავლობაში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება. აღნიშნული კვლევის შედეგად წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება.
მისივე თქმით, არსებული პანდემიაა მიზეზი, რის გამოც პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.