დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, „ბრიტანული შტამის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 80-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ბრიტანული შტამის“ ცირკულაცია საერთო ცირკულირებიდან დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებშია.