„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" ერთად ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე 2 ახალი საჩივარი გაგზავნა.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლის და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებას და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.
საიაში აღნიშნავენ, რომ გამოყენებული ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო.
მათი შეფასებით, დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებიც.