რუსეთის არმიის გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა აწუხებდეს სხვა ქვეყნებს, რადგან რუსეთის ფედერაცია სხვა სახელმწიფოებს საფრთხეს არ უქმნის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამან მცირედითაც არავინ უნდა შეაშფოთოს, რადგან რუსეთი მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს.
„რუსეთი საფრთხეს არ უქმნის მსოფლიოს არცერთ ქვეყანას, მათ შორის ის არ წარმოადგენს საფრთხეს უკრაინისთვის”, - განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ რუსეთი „ყოველთვის ყურადღებით ეკიდება საკუთარი უსაფრთხოების საკითხს“.