8 აპრილს 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაინიშნა, სადაც სავარაუდოდ, ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს ნიკა მელია ან რა შუამდგომლობას დააყენებს ბრალდების მხარე.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.