საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“.
ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება 2023 წლის პირველი ივლისიდან. ბაზარზე უკვე არსებული კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია რეგლამენტის ამოქმედებამდე და არ შეესაბამება მასში განსაზღვრულ მოთხოვნებს, სარეალიზაციოდ დაიშვება სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის პირველ იანვრამდე.