არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ფერნანდესმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. 62 წლის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს. „ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ,“- წერს ფერნანდესი. აღსანიშნავია, რომ არგენტინის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აიცრა.