სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობასთან, სადაც დღეს აქცია უნდა გაიმართოს, სცენის დადგმის უფლებას არ მისცეს. როგორც მაქარაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას 19:00 საათზე აპირებდნენ, ამას უფრო ადრე გააკეთებენ. სამოქალაქო მოძრაობები „კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან და დღეს, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ. სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბებიან და 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ.