აშშ-ის კაპიტოლიუმის კომპლექსზე ავტომობილით განხორციელებულ თავდასხმას სამართალდამცავის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეჯახების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ლურჯმა სედანმა კაპიტოლიუმთან უსაფრთხოების ბარიერი გაარღვია და ორ პოლიციელს შეეჯახა, რის შემდეგაც დანით შეიარაღებული მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციელებისკენ გაემართა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. დაღუპული პოლიციელი, უილიამ ევანსი კაპიტოლიუმის პოლიციაში 18 წლის განმავლობაში მსახურობდა. თავდასხმას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ძალადობრივი თავდასხმის შესახებ ინფორმაციით გულგატეხილია.“ პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრ სახლზე დროშების დაშვების განკარგულება გასცა.