ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება. თუმცა როგორც იგი აღნიშნავს ამდროისთვის ეპიდემიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა რადგან დაინფიცირების მაჩვენებელი იმატებს.
რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, გაბუნიას თქმით ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო.