ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა

2021-03-30 16:01:29+04:00

ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი - მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლოთ ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 10-წლიანი განვითარების გეგმა პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბიულობის გარეშე ვერ განხორციელდება.

რაც შეეხება სახელმწიფო ბალანსზე არსებული პროექტების პრივატიზაციის დაჩქარებას, პრემიერის თქმით, დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება არის მზად გასაყიდად.