ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მედიაციის პირველმა ეპატმა იმედგაცურება გამოიწვია, რადგან ვერ მიიღწა შეთანხმება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ წინსვლა შესძლოს. მისივე ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი გამოიძებნოს.
კარლ ჰარცელის თქმით, შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ.