დეპუტატები JTEC-ში და საერთო საჯარისო ცენტრში იმყოფებოდნენ - Palitra News

დეპუტატები JTEC-ში და საერთო საჯარისო ცენტრში იმყოფებოდნენ

2021-03-24 11:55:41+04:00

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი და საერთო საჯარისო ცენტრები მოინახულეს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრები JTEC-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის, ახალი ნაგებობის მშენებლობის პროცესს დააკვირდნენ და ახლადდასრულებული სასადილოს შენობა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა MILES - ის აღჭურვილობა ენახათ და VBS-3-ის და JCATS-ის შესაძლებლობებს გაცნობოდნენ.

პარლამენტის წევრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.