2021 წლის თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით გადააჭარბა - ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman&Wakefield-ის ანგარიშში.
ს იანვარსა და თებერვალში თბილისში სახლების/ბინების გაყიდვით ლიდერობს გლდანი - 13.3%-ით; მას მოსდევს სამგორი - 11.8%-იანი წილით; მე-3 ადგილზე კი ისანია - 11.7%-ით. ანგარიშის თანახმად, გაყიდვების ყველაზე დაბალი - 0.2%-იანი წილი კი წყნეთზე მოდის.
კვლევის თანახმად, აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის პირველი ორი თვის ტრანზაქციები მეტნაკლებად მიჰყვება ზოგადად არსებულ ტრენდს. მიუხედავად იანვარში ტრანზაქციების 14%-იანი კლებისა, 2021 წლის თებერვლის გაყიდვებმა 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 5%-ით გადააჭარბა.