Facebook-მა ე.წ. ჭკვიანი სამაჯურის პროტოტიპი წარადგინა, რომელიც დამატებითი და ვირტუალური რეალობისთვის შეიქმნა.
სამაჯურის ტექნოლოგიას, სახელწოდებით „ელექტრომიოფაგია“, ტვინიდან მომდინარე იმპულსების გამოთვლა შეუძლია. შედეგად სამაჯური იგებს, თუ რისი გაკეთება სურს მომხმარებელს და ვირტუალურ რეალობაში მისი ქმედების პროექცირებას ახდენს.
სამაჯური ჯერ-ჯერობით მხოლოდ მარტივ ბრძანებებს ასრულებს, თუმცა სამომავლოდ ის ვირტუალურ რეალობაში ნივთების მართვასაც შეძლებს, მაგალითად კლავიატურაზე ბეჭდვას, საგნების გადაადგილებას და ა.შ.