დაბა ურეკში, ბულვარის მშენებლობისათვის არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. შესყიდვის ღირებულება კი 4 273 412 ლარია.
როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მომსახურების მიზანია დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ქუჩების და ბულვარზე გასასვლელების მოწყობის და რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და კორექტირებული პროექტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
ამასთან, რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას და შესრულებულ სამუშაოებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, ურეკის ბულვარისა და მისი მიმდებარე ქუჩების მოწყობის სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ მოცულობებთან მიმართებაში ხარისხიანად შესრულებულია 46 %-ით, დეფექტურად შესრულებულია სამუშაოების 14 % და დარჩენილია შესასრულებელი 40-%.
შეგახსენებთ, რომ ურეკში ბულვარის განახლების მიზნით ტენდერი 2019 წლის აპრილში გამოცხადდა. სამუშაოების განხორციელება კი იმავე წლის ივნისში დაიწყო.