ბაზარს კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს. ეროვნულის ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“ (კრედიტონ ჯის) რეგისტრაცია უკვე გააუქმდა.
ცნობისთვის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ლიკვიაციის დაწყებამდე, რეესტრის ბოლო ამონაწერით მისო-ს დირექტორის პოსტი ეკავა ალექსანდრე ლომაძეს, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კვიპროსში რეგისტრირებული შპს ქრიმ ფაინანს ჰოლდინგ-ი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. დაწყებული 2017 წლიდან, როდესაც სებ-მა სესხებზე ეფექტური საპრიცენტო განაკვეთზე ზედა ჭერი დააწესა, ბაზარზე ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციების და მისო-ების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. თუ 2017 წლის დასაწყისში ბაზარზე 82 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, სებ-ის 2021 წლის იანვრის სტატისტიკით კი, მათი რიცხვი მხოლოდ 40-ს შეადგენს.