ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე პროკურატურამ ერთ-ერთი მოსაწავლის ბებიას ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მე-6 კლასის ორმა მოსწავლემ მათსავე თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის მოხდა აიძულა. ამ ფაქტის შემდეგ, აღნიშნული მოსაწავლის ბებია ფიზიკურ შეუაცხყოფასა და იძულებაში მონაწილე არასრულწლოვნებს ანალოგიურად მოექცა.