თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო შეთანხმება დატოვა,- ამ ინფორმაციას Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ”ქალთა უფლებების დაცვის გარანტი ჩვენი შიდა კანონებით დაწესებული რეგულაციებია, პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია. ჩვენი სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიური და ძლიერია იმისათვის, რომ საჭიროებისამებრ შეასრულოს ახალი რეგულაციები ”, - წერს თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ზეჰრა ზუმრუტი Twitter- ზე. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალთა მიმართ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ მთავრობა მის აღმოსაფხვრელად იმუშავებს, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მისმა მთავრობამ ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად საკმარისად არ იმოქმედა. Reuters-ი წერს, რომ თურქეთი ფემიციდის ოფიციალურ სტატისტიკას არ აწარმოებს, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ქალების 38%-ი პარტნიორის მხრიდან ძალადობას განიცდის. ეს მაჩვენებელი ევროპაში დაახლოებით 25%-ია.