ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა მთავრობა „გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს“.
როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხს მომავალში მიუბრუნდებიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, პრობლემა ჩამოვლენ თუ არა ტურისტები დღეს აღარ არსებობს, ვინაიდან ტურისტები უკვე ჩამოდიან და მათი სურვილია მეტი დრო გაატარონ თბილისის სხვადასხვა დაწესებულებებში.