საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს დელეგაციას ნატო-ში ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვიზიტისას შეჯამდა ის პროგრესი, რასაც საქართველომ თავდაცვის მიმართულებით მიაღწია. მისივე თქმით, წარმატებული იყო ვიზიტი და შეხვედრები ევროკავშირშიც და უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მოხდა წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმის რომელსაც ქვეყანამ მიაღია.