ბრაზილიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 90 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 2 648 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პანდემიის დაწყების დროიდან ბრაზილიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 11 693 838 და გარდაცვალების 284 775 შემთხვევაა დადასტურებული.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ საკუთარ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა სოციალური დისტანცირების წესების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის.