პარტია "მოქალაქეები" ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს - Palitra News

პარტია "მოქალაქეები" ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

2021-03-09 13:03:42+04:00

პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვეს.

როგორც პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღე გავიდა და ჯერაც არ არის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური. მისივე თქმით, პროკურატურამ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს კიდეც, მაგრამ „მის მიმართ ნდობა ობიექტური მიზეზების გამო არის ნულს ქვემოთ“.