საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, წლების განმავლობაში ინახავენ ჩანაწერებს, ამონტაჟებენ, აკეთებენ ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ, საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, „რომ წითელ ხაზებს მიღმა, „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები“.