2020 წელს საქართველოში ისეთი კატეგორიის დანაშაულები შემცირდა, როგორიც არის მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით საერთო ჯამში, წინა წელს რეგისტრირებული დანაშაული 12%ით შემცირდა.
თუმცა 2020 წლის განმავლობაში გაიზარდა კიბერდანაშუალი, ოჯახური ძალადობის შემთვევები და მკვლელობა. მინისტრი ამბობს, რომ რჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი რეფორმა. საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა ვრცლად ისაუბრა კიბერდანაშაულთან დაკავშირებითაც და აღნიშნა რომ წინა წელს უწყებამ 152 კიბედამნაშავე დააკავა.
მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარე წელს, დედაქალაქსი შექმნილი კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფის მსგავსი დანაყოფები ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება.