კომპანიამ Toyota-მ დაიწყო საკუთარი „ჭკვიანი“ ქალაქის მშენებლობა ვულკან ფუძიამას ძირში ტოკიოდან 100 კილომეტრში. Business Insider-ის ცნობით, ქალაქი სახელწოდებით Woven City (ქსოვილის ქალაქი) 70 ჰექტარზე გაშენდება. ქალაქის ასაშენებელი ძირითადი მასალა გახდება ხე, ხოლო სახურავები მზის ელემენტებით დაიფარება.
ქალაქი, რომელიც კომპანიის ძველი ქარხნის ტერიტორიაზე გაშენდება, გამორჩეული იქნება მოძრაობის განსაკუთრებული ქსელით, სადაც ერთმანეთში გადაიკვეთება საფეხმავლო, ველოსიპედებისა და საავტომობილო გზები, ქალაქში იმოძრავებს უპილოტოები e-Palette, რომლებიც მუშაობენ წყალბადზე, ხოლო ტვირთის გადაზიდვა მოხდება მიწისქვეშა გვირაბებით.
დასვენებისთვის ააშენებენ რამდენიმე პარკს და დიდ ცენტრალურ მოედანს, რომელზეც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები. ქალაქში, პირველ რიგში, 360 ადამიანი დასახლდება და მოსალოდნელია, რომ მათი განსახლება მოხდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, სამომავლოდ კი მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება 2 ათასამდე. ქალაქში იცხოვრებენ Toyota-ში დასაქმებულების ნაწილი და მათი ოჯახები, ასევე ინჟინრები და მოვაჭრეები.