რუსეთში ზეთის მწარმოებელი კომპანიები მზად არიან შეინარჩუნონ არსებული ფასი ლიტრზე 95 რუბლის ოდენობით აგვისტოს ბოლომდე. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ზეთისა და ცხიმების მწარმოებელთა კავშირის აღმასრულებელ დირექტორზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, აღნიშნული ფასის შენარჩუნება მოხდება მომხმარებელთა კომფორტისთვის. ამასთან, დარგს ჯერ არ შეუფასებია საკუთარი დანაკარგები ამ ნაბიჯის შემთხვევაში.
კომპანიები იმედოვნებენ, რომ სექტემბრისთვის მოხდება ფასის გადახედვა კლებისკენ. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ ჯერ არ დაუზუსტებიათ გეგმა, რომლითაც 1-ლი აპრილის შემდეგ ფასების სტაბილიზაციის კუთხით უნდა იმოქმედონ.ცნობისთვის, რუსეთი საქართველოში ზეთის უმსხვილესი იმპორტიორია.