ენგურის კაშხალი საშინელ მდგომარეობაშია, ერთხელაც ეს კაშხალი კარგს არაფერს მოუტანს ამ ქვეყანას, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში განაცხადა.