მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობისთვის დაკავებული 3 პირიდან ერთ-ერთს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
BBC-ის ინფორმაციით, ვინსენტ მუსკატმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ მონაწილეობდა ავტომობილის აფეთქებაში, რამაც რეპორტიორის სიცოცხლე იმსხვერპლა. მუსკატს 15-წლიანი პატიმრობის გარდა 42 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. სასამართლო დარბაზში დანარჩენი ორი ბრალდებული, ძმები ჯორჯ და ალფრედ დეგიორგიოებიც, იმყოფებოდა, თუმცა მათ ბრალი არ უღიარებიათ.
53 წლის დაფნე კარუანა გალიცია 2017 წელს საკუთარ სახლთან ახლოს ავტომობილში ააფეთქეს. ის მალტელ პოლიტიკოსებსა და სხვა ჩინოვნიკებს კორუფციაში ხშირად ამხელდა.