ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოწველი გართულებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 20% -ით შემცირდა.
„ფატალური შემთხვევების რაოდენობა სამი კვირის განმავლობაში კლებას განაგრძობდა. გასულ კვირას გარდაცვალების 66 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20% -ით ნაკლებია,”- აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, კლებას განაგრძობს ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელიც და გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის შემთხვევების რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კორონავირუსის 110.7 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 2.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.