პარლამენტის შენობის უკან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ლაშა ელიაძე დააკავეს.
„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, მიმდინარე აქციის დროს პარლამენტთან აღმართულ რკინის ბარიკადებზე საპროტესტო შინაარსის მქონე წარწერების გაკეთება მოისურვეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. შეხლა-შემოხლის შემდეგ სამართალმდაცველებმა ლაშა ელიაძე დააკავეს.
„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიაზე აქცია პერფორმანს მართავს. ისინი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, კერძოდ, ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას. მათ ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა წარწერის მქონე ბანერები: „კრემლის ალი“, „რუსეთი ოკუპანტია“ და ასე შემდეგ.