საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მომავალ მინისტრთა კაბინეტსა და მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს აფასებენ.
როგორც უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილს არა ხისტი არამედ პრინციპული განცხადებები აქვს, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ძალიან სჭირდება. მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ წავიდეს და არ ჰქონდეს განცდა, რომ კანონი არ შესრულდება, რის უზრუნველყოფასაც ირაკლი ღარიბაშვილი ტავისი პოლიტიკით აუცილებლად შეძლებს.