დანიამ გერმანიასთან საზღვარი ნაწილობრივ და დროებით დახურა. დანიის იუსტიციის მინისტრის, ნიკ ჰეკერუპის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების აღკვეთის მიზნით მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქ ფლენსბურგში, რომელიც დანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ახალი კლასტერი გაჩნდა. „ამიტომ უფრო ინტენსიურ სასაზღვრო შემოწმებებს ვიწყებთ და დანია-გერმანიის საზღვრის გასწვრივ მთელ რიგ სასაზღვრო პუნქტებს ვხურავთ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. მისი თქმით, 13 სასაზღვრო პუნქტი სრულად ჩაიკეტება, 9 -ში კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.