მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 111 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 86 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 22.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.